თემები: ნარკოტესტირების და ცენტრ ”ურანტის” დახურვის საშიშროების შესახებ!!!

2016-06-13

დეკრიმინალიზაცია არ არის ნარკოტიკების მიღების წახალისება!!!! დეკრიმნალიზაცია ნიშნავს იმას რომ თუ ადამაინი არის მომხამრებელი ის არ იყოს დასჯილი სისხლის სამართლით!! უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ციხეში მყოფი დამოკიდებული ადამიანი რომელიც იმყოფება იძულებით რემისიაში გამოსვლის თანავე იწყებს ისევ ნარკოტიკის მოხმარებას რაც ზრდის ზედოზირების რისკ და ინფექციური დაავდებების გადაცემის რისკს როგორიც არის შიდსი და ინფექციური დაავადებები !!! როცა ადამიანი არის დამოკიდებული და ამის მიზეზი არის უამარავი და ესეთი ადამიანები არსებობენ და მათი რიცხვი მხოლოდ ინტრავნეური მომხამრებელი ქვეყანაში არის 50000, ამდენივე ადამინია რომლიც სააფთიაქო ნარკოტიკს ხმარობს და კიდევ უფრო მეტი არის რეკრიაციული მომხამრებელი, ეს არის მოცემულობა !

ამისათვის რომ ადამინებმა არ მიიღონ ნარკოტიკი ისინი უნდა იყვნენ ჩართულები სერვისებში და ან ზიანის შემცირების პროგრამებში იმისათვის, რომ მოხდეს სიტუაციის დასტაბილება! მაგრამ ეს მხოლოს იმ შემთხევაში თუ ეს ადამაიანი არ იქნება შერაცხული კრიმინლად და მოხდება მისი რეინტეგრაცია საზოგაოდებაში , აქ მხოლოდ მომხამრებელზე არის საუბარი ამას უსვამ ხაზს! რაც შეეხება ჯანსაღ ცხვოვრების წეს ეს უნდა იყოს სახელმწიფოს პრიორიტეტი და უნდა მოხდეს სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის ამა თუ იმ ნარკოტიკზე და შემდგომ თვითონ ადამიანმა უნდა მიიღოს ინფორმირებული გადწყვეტილება მიიღოს თუ არა ეს თუ ის ნარკოტიკი.

ეხლა რაც შეეხბეა რექრიაციულ ნარკოტიკის მომხამარებლებს არავინ არ ააპირებს მათ წახალისებას და ნარკოტიკის ან ამა თუ იმ ნივთიერების პროპაგანდას ან და პოპულარიზაციას. მაგრამ ესეთი ადამიანები არსებობენ ისინი მოიხმარენ ,და მათი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბილოგიურ სითხეში აღმოჩნდა ეს თუ ის ნივთიერება ხდებიან სისხლის სამართლის დამნააშავები, მიუხედავთ იმისა რომ არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენით ამიტომ არის ეს ლოზუნგი

წერილი პრეიმერ მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ბატონო გიორგი, მოგმართავთ, როგორც საქართველოს მოქალაქე და დაწესებულება სამედიცინო ცენტრი „ურანტის“ ხელმძღვანელი, რომლის უკანაც 1300 წამალდამოკიდებული პაციენტი და 80 თანამშრომელი დგას. ჩვენ 25 წელია ვემსახურებით ნარკომანიის დარგს, უწევთ დახმარებას უამრავ ადამიანს და მუდმივად ვცდილობთ სერვისების გაუმჯობესებას. სტერეოტიპი, რომ მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციას შეუძლია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სერვისის მიწოდება მცდარია, რადგანაც კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სერვისის მიწოდება. 
2012 წელს, ახალმა ხელისუფლებამ გადადგა უპრეცენდენტო ნაბიჯი: ჯანდაცვის სამინისტრომ შექმნა კონკურენციის სივრცე და ჩვენ, კერძო დაწესებულებას, რომელიც 2003 წლიდან მოსახლეობას აწვდის ნარკომანიის სერვისებს, 2006 წლიდან გლობალური ფონდის, ხოლო 2008 წლიდან ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამებს, მოგვეცა საშულება მონაწილება მიგვეღო ნარკომანიის სახლმწიფო პროგრამის განხორციელებაში (როგორი პრაქტიკაც არსებობს ევროპის ქვეყნებში). ამ პერიოდში, ჩვენმა ცენტრმა განახორციელა სოლიდური ინვესტიცია სერვისის ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით და დაასაქმა 80-მდე ადამიანი (2006 წელს დავიწყეთ ერთი განყოფილებით და დღეს 6 განყოფილება გვაქვს).
სამწუხაროდ, დღეს სახელმწიფო ინსტიტუციის ხელმძღვანელობამ, კერძოდ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრმა“, რომლის ქვეკონტრაქტორი გახდა ჩვენი დაწესებულება, მას შემდეგ რაც 2014 წლის 30 დეკემბრიდან დაფინანსების ვაუჩერული ფორმა შეიცვალა გლობალური ბიუჯეტით და ცენტრმა გაიმარჯვა ტენდერში, ჩვენი რესურსის გამოყენებით, ორგანიზაციებს შორის გაფორმებული წინასწარი მემორანდუმის საფუძველზე და მისმა გენერალურმა დირექტორმა, ბატონმა ლაშა კილაძემ, გადაწყვიტა გახდეს ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის ერთპიროვნული მმართველი, მონოპოლსტი: არ გამოგვიცხადა ტენდერი სახელმწიფო პროგრამიდან ჩვენი ჩამოცილების მიზნით. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრს ერთწლიანი ტენდერი აქვს მოგებული, ჩვენზე ზეწოლის მუდმივი ბერკეტის შესანარჩუნებლად, ცენტრი ჩვენ ტენდერს გვიცხადებს ყოველ ორ თვეში ერთხელ (ტენდერის გამოცხადების ასეთი სიხშირე ცენტრის მიერ, ორ თვეში ერთხელ, სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისთვის და ჩვენი დაწესებულების საქმიანობისთვის ისედაც საკმაოდ სტრესულია). 
პრობლემა ის გახლავთ, რომ ცენტრმა, რომელიც დღეს არის „პოლიტიკის წარმართველი“ ნარკოლოგიაში, სამსახურიდან გაუშვა ასზე მეტი წამყვანი სპეციალისტი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე; დაწესებულება მიიყვანა გაკოტრების პირას და ეხლა, საბოლოოდ ცდილობს სახელმწიფო პროგრამის მონოპოლიზირებას, რითაც უქმნის საფრთხეს სერვისის ხარისხის გაუმჯობესებას, და იმაზე არაფერს ვამბობთ, რომ ჩვენი 80 თანამშრომელი დარჩება უმუშევარი და 950 პაციენტი დაკარგავს კანონით მინიჭებულ უფლებას მიიღოს სერვისი მისთვის სასურველ დაწესებულებაში და აიძულებს მას შეიცვალოს მკურნალი ექიმი, რომელთანაც მკურნალობს წლების მანძილზე. 
ყველაზე საგანგაშოა, ის რომ ცენტრის ხელმძღვანელობა ბოროტად იყენებს წამალდამოკიდებული ადამიანების დაავადებას (რადგანაც ისინი პრეპარატს ღებულობენ ყოველდღიურად), და მიუხედავად პროტესტისა, პაციენტს იძულებულს ხდის მიიყვანოს თავის დაქვემდებარებულ განყოფილებებში, მისთვის უცხო გარემოში, რაც არის ამ ტიპის პაციენტების უფლებების უხეში დარღვევა. რაც ასევე ადასტურებს ცენტრის დამოკიდებულებას წამალდამოკიდებული პირების მიმართ ზოგადად.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ დაწესებულების გაკოტრება ხდება შეგნებულად, შემდგომი გაყიდვის (ან შესყიდვის) მიზნით: ჩვენი, „ურანტის“ იძულებითი შეერთება/გადაყლაპვის შემდგომ, სავარაუდო ინვესტორი მიიღებს უკონკურენტო გარემოს და ჩვენი განყოფილებებიც აღმოჩნდება მისი მფლობელობის ქვეშ.
ეს ყველაფერი ხდება სახელმწიფოს სახელით, გრძელდება თითქოსდა უკვე დავიწყებას მიცემული მახინჯი ტრადიცია, როდესაც ჩინოვნიკები სახელმწიფოს სახელით ატერორებდნენ კერძო ბიზნესს. საუბარია კერძო კლინიკაზე, რომელიც გაუთავებლად განიცდის წნეხს ცენტრის მხრიდან, ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის ერთპიროვნული მმართველობისთვის.
დღეს ჩვენ ვართ სრულიად დაუცველნი ცენტრის, როგორც 100 პროცენტიანი სახელმწიფო წილის მქონე შპს-ს წინაშე, რომელიც არამარტო თავის თავს ვერ ინახვას, არამედ დიდი ხანია წამგებიანია სახელმწიფოსთვის (გააჩნია მრავალათასიანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურების ვალები, მათ შორის ჩვენიც). 
ჩვენ ყველა ღონეს ვიმხართ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები. გთხოვთ დაინტერესდეთ ჩვენს დარგში არსებული პრობლემებით და დაიცვათ კერძო კლინიკა ასეთი უსამართლო და საშიში გადაწყვეტილებებისგან, ვინაიდან ეს არის არჩევნების პერიოდში სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული შეგნებული საბოტაჟი.

ზურა სიხარულიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნარკოლოგი;
ცენტრი „ურანტის“ თანამშრომლები;
ცენტრი „ურანტის“ ბენეფიციარები