სამედიცინო ცენტრი „ურანტის“ საქმიანობა

სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ დაარსდა 2003 წელს, იმ ადამიანთა გაერთიენებით, რომელთაც გააჩნდათ ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მართვის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გამოცდილება. სამედიცინო ცენტრს გახსნის დღიდან ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. ცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. ცენტრი „ურანტი“ ორიენტირებულია სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ფსიქოტროპული და საძილე საშუალებების ავად მოხმარება, გემბლინგი) და მოზარდთა ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრევენციაზე. სამედიცინო ცენტრი “ურანტი” მონაწილეობს მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო და გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამებში და თბილისის 6 ფილიალის მეშვეობით, ერთდროულად ემსახურება 1300 ბენეფიციარს (2 გლობალური ფონდის და 4 სახელმწიფო).

ცენტრი „ურანტი“ წარმოადგენს ნარკომანიის ეროვნული ინსტიტუტის (National Institute on Drug Abuse (NIDA) კლინიკური კვლევების ბაზას. ნარკოლოგის კონსულტაციასთან ერთად კლინიკაში შესაძლებელია სხვადასხვა სპეციალისტებთან (საჭიროების მიხედვით) კონსულტირება და მკურნალობა. ფუნქციონირებს ნევროლოგის, ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტის, ფიზიოთერაპევტის, რეაბილიტოლოგის, ტრანსფუზიოლოგის კაბინეტები. ცენტრი „ურანტი“ დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით.

ცენტრი „ურანტი“ მოსახლეობას სთავაზობს შემდეგ მომსახურეობებს:

* ნარკომანიით და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა;

* ფსიქოსოციალური მომსახურება, რომელიც მოიცავს დაავადფებულ პირთა და მათი ოჯახების წევრთა ფსიქოლოგიურ და სოციალურ მხარდაჭერას;

* ფსიქოსტიმულატორების მოხმარებით გამოწვეული ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების მკურნალობა და რეაბილიტაცია (როგორც მწვავე, ასევე ქრონიკულ შემთხვევებში);

* ელექტროენცეფალოგრაფია;

* კლინიკო–დიაგნოსტიკური, ლაბორატორიული კვლევები;

* ფიზიოთერაპიული და სარეაბილიტაციო პროგრამები (სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ვარჯიშები და სხვა);

* აივ/შიდსის, B და C ჰეპატიტების ტესტირება, კონსულტირება და პროფილაქტიკა;

* მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპია;

* აპარატული–პლაზმაფერეზი;

* პრევენციული აქტივობები, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და სხვა.