ბუპრენორფინი (სუბუტექსი) ძლიერი სინთეზური ნაწილობრივი აგონისტია, ბუპრენორფინის დაბალი დოზები ბევრ ქვეყანაში გამოიყენება მწვავე ტკივილის სამკურნალოდ. უკანასკნელ წლებში ფართო გავრცელება მოიპოვა ბუპრენორფინის და მისი კომბინირებული ფორმის (ბუპრენორფინი + ნალოქსონი) „სუბოქსონის“ გამოყენებამ ოპიოიდებით მხარდამჭერ თერაპიაში, ანუ ჩანაცვლებით მკურნალობაში. ბუპრენორფინის პოტენციური უპირატესობა არის ის, რომ მას უსაფრთხოების ძალიან კარგი დიაპაზონი გააჩნია. ბუპრენორფინის ნაწილობრივი აქტივობა ნიშნავს, რომ იგი იმდენად არ ახდენს ოპიოიდებისადმი ტოლერანტობის განვითარებას (მიჩვევას), როგორც მეთადონი. მისი აღკვეთის სინდრომი უფრო მსუბუქია, ვიდრე მეთადონის.