ოპიოიდური დამოკიდებულების (ჰეროინი, ოპიუმი, კოდეინი, მორფინი და სხვა) მკურნალობის უნივერსალური ეფექტური მეთოდი ჯერჯერობით შემუშავებული არ არის. არსებობს ამ დაავადების მკურნალობისადმი რამდენიმე მიდგომა.

ერთერთი ასეთი მიდგომა და მკურნალობის განსხვავებული მეთოდია ე.წ. აგონისტები მხარდამჭერი თერაპია, ანუ ჩანაცვლებითი თერაპია, რომელიც გულისხმობს შედარებით ხანგრძლივი ვადით პაციენტისათვის ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების მიცემას. აგონისტებით მხარდამჭერი თერაპია ოპიოიდებზე დამოკიდებულ პირთა მკურნალობის, დეკრიმინალიზაციის, სოციალური ინტეგრაციისა და “ქუჩის  ნარკოტიკების” მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების ყველაზე ეფექტურ და იაფ საშუალებად არის მიჩნეული.

ამჟამად აგონისტებით მხარდამჭერი თერაპიისთვის (ჩანაცვლებითი თერაპია), თავისი სპეციფიკური სამკურნალო თვისებების გამო, ძირითადად გამოიყენება მეთადონის ჰიდროქლორიდი და ბუპრენორფინი ან  ბუპრენორფინის კომბინაცია ნალოქსონთან.