დიახ, დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა და მისი წარმატებული მართვა  შესაძლებელია კომბინირებული ქცევითი და მედიკამენტოზური თერაპიის გზით.

ფსიქოაქტიური ნივთიერებები (ნარკოტიკები) სხვადასხვაგვარად მოქმედებენ ადამიანზე და მათი თვისებიბის მიხედით, სამ ძირითად ჯგუფად შეიძლება დაიყოს:

  1. ნივთიერებები, რომლებიც ნერვული სისტემის აქტივობას თრგუნავენ,

დეპრესანტები:

  • ამსუბუქებენ ტკივილს
  • ამცირებენ შფოთვას
  • ხსნიან დაძაბულობას

ასეთ ჯგუფს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ოპიუმის ჯგუფის პრეპარატები, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები, ასევე ალკოჰოლიც, რომელიც ქართველ ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ ბევრი ვერ აღიქვამს მათ ნარკოტიკად, თუმცა რეგულარული მიღება იწვევს დამოკიდებულებას და მძიმე გართულებებს.


2) ნივთიერებები, რომლებიც ნერვულ სისტემაზე გამააქტივებელ ზემოქმედებას ახდენენ - სტიმულატორები:

  • ამაღლებენ (მცირე ხნით) ფიზიკურ და გონებრივ აქტივობას
  • ხსნიან დაღლილობის გრძნობას

ამ ჯგუფს მიეკუთვნება კოკაინი, კოფეინი, ნიკოტინი, ეფედრონი, ამფეტამინები, მეტამფეტამინები (პერვიტინი) და სხვა. 


3) ნივთიერებები, რომლებიც იწვევენ ჰალუცინაციებს - ჰალუცინოგენები:

  • ცვლიან აღქმის ფუნქციას
  • არღვევენ რეალობასთან კავშირს

   ასეთი ზემოქმედება ახასიათებს კანაბინოიდებს (მარიხუანა, ჰაშიში), ექსტაზს, დიეთილ-ლიზერგინის მჟავას (დლმ იგივე LSD), ჰალუცინოგენურ სოკოებს (საქათველოში იშვიათადაა) და სხვა.

ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების მიმართ აკვიატებულ ლტოლვას, მოხმარება-არმოხმარების თაობაზე არჩევანის გაკეთების უნარის დაკარგვას, ადამიანის ფსიქოლოგიურ მიჯაჭვულობას ნარკოტიკებზე, რაც მოხმარების შეწყვეტის შემთხვევაში გამოიხატება მძაფრი ფსიქოლოგიური დისკომფორტის სახით: დეპრესია, შფოთვა, სხვადასხვა სახის შიში, პანიკური რეაქციები და ა.შ.

ფსიქიკური (ობსესიური) ლტოლვა გამოიხატება ნარკოტიკზე გამუდმებულ ფიქრში, დათრგუნვაში, ნარკოტიკის უქონლობის დროს დაუკმაყოფილებლობის გრძნობაში და განწყობილების გაუმჯობესებაში ნარკოტიკის მიღების მოლოდინით წინასწარ ტკბობის დროს. ნარკოტიკისადმი ფსიქიკური ლტოლვა არის დაავადების რეციდივების ძირითადი და ერთადერთი მიზეზი.

ფიზიკური დამოკიდებულება გულისხმობს ადამიანის ყველა სასიცოცხლო სისტემის (გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ნერვული და ა.შ.) ჩათრევას დაავადებაში და ვლინდება ე.წ. „აღკვეთის სინდრომის“ (იგივე „ლომკა“) სახით.

ფიზიკური (კომპულსიური) ლტოლვა ნარკოტიკის მიღების დაუძლეველ სწრაფვაში გამოიხატება, რომელსაც ავადმყოფის ცნობიერების მთლიანად დაპყრობა შეუძლია, ის არამარტო აფექტური ფონის განმსაზღვრელია, არამედ კარნახობს ქცევას და მსგავს ქცევებთან დაპირისპირებულ მოტივებს და ახშობს კონტროლს.

დამოკიდებულების სინდრომი, თავის მხრივს გულისხმობს ორი ტიპის, ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების ძირითადი მახასიათებლებია:

  • ნარკოტიკული საშუალებების მიღების დაუძლეველი ლტოლვა (მიდრეკილება) და
  • მიღებისთვის განსაზღვრული ფსიქოაქტიური (ნარკოტიკული) ნივთიერების რაოდენობის გაზრდის ტენდენცია (ტოლერანტობა).

არა. დამოკიდებულების ქრონიკული ბუნებიდან გამომდინარე ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან (ნარკოტიკებთან) დაბრუნება ანუ რეციდივი, არა მხოლოდ სავარაუდოა, არამედ მოსალოდნელიც. დამოკიდებულების დროს რეციდივი სიხშირე მსგავსია სხვა ისეთი ქრონიკული დაავადებების რეციდივის სიხშირისა, რომელთაც ახასიათებთ ორივე - როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ქცევითი კომპონენტები, მაგ: ჰიპერტენზია, დიაბეტი და ასთმა.  ქრონიკული დაავადებების მკურნალობა კი მდგომარეობს სწორედ ამ ღრმად ფესვგადგმული ქცევების ცვლილებაში. დამოკიდებულების მკურნალობის პროცესში რეციდივი მიუთითებს იმაზე, რომ ან მკურნალობაა გადასახედი, ან მიდგომაა შესაცვლელი, ან ალტერნატიული მკურნალობაა საჭირო.