ტერმინი „ფსიქოაქტიური ნივთიერებები“ მოიცავს ალკოჰოლს და სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა მოხმარება იწვევს დამოკიდებულების განვითარებას (მაგ. კანაბინოიდები  - მარიხუანა, ჰაშიში; ოპოიდები - მაგ. ჰეროინი, მორფინი, სახლში დამზადებული „ნიანგი“ და სხვა; კოკაინი, კოფეინი, ნიკოტინი, ეფედრონი, ამფეტამინები, მეტამფეტამინები (პერვიტინი) და სხვა.

რეფერენსები: National Institute on Drug Abuse - NIDA), (World Health Organization - WHO)

თავდაპირველი გადაწყვეტილება ფსიქოაქტიურ ნივთიერების მიღების თუ არ მიღების ნებაყოფლობითია, მაგრამ როცა ვითარდება დამოკიდებულება, პიროვნების თვითკონტროლის, თავშეკავების  უნარი სერიოზულად  ქვეითდება.