თემები: ნარკოტესტირების და ცენტრ ”ურანტის” დახურვის საშიშროების შესახებ!!!

ვრცლად..

რა ბედი ელის მეთადონის პროგრამის 950 ბენეფიციარს

ვრცლად..

ვინც ახლა ამ გადაწყვეტილების უკან დგას, ნამდვილად შეეწირება ამ პროცესებს

ვრცლად..

წერილი პრეიმერ მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ვრცლად..

სამედიცინო ცენტრი „ურანტი“

სამედიცინო ცენტრი „ურანტი“ დაარსდა 2003 წელს, იმ ადამიანთა გაერთიენებით, რომელთაც გააჩნდათ ოპიოიდების, ფსიქოაქტიური ნივთიერებების და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების მართვის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მრავალწლიანი გამოცდილება. სამედიცინო ცენტრს გახსნის დღიდან ხელმძღვანელობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე. ცენტრი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. ცენტრი „ურანტი“ ორიენტირებულია სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებით გამოწვეული დაავადებების მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე (ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, ფსიქოტროპული და საძილე საშუალებების ავად მოხმარება, გემბლინგი) და მოზარდთა ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის პრევენციაზე. სამედიცინო ცენტრი “ურანტი” მონაწილეობს მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო და გლობალური ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამებში და თბილისის 6 ფილიალის მეშვეობით, ერთდროულად ემსახურება 1300 ბენეფიციარს (2 გლობალური ფონდის და 4 სახელმწიფო).

ვრცლად

ალბომი

სიახლეები